პირველი ეზრასი 1:4
3. და თუ ვინმე იყოს თქუენგანი ყოველსა ერსა უფლისასა, რომლისა თანა იყოს ღმერთი მისი მის თანა, და აღვედინ იერუსალჱმდ ჰურიასტანისა, და აღაშენენ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და თავადი ღმერთი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს, იყავნ მის თანა.4. და ყოველი განმზადებულებაჲ მისი მიიღოს მის თანა, წარიღენ ადგილსა მას, სადა-იგი თჳთ დამკჳდრებულ არს და თანაწარიღენ კაცად-კაცადმან ყოველივე აღსაგებელი თჳსი, რომელ-რა იყოს: ოქროსა და ვეცხლსა და ჭურჭელსა და საცხოვარსა, მოყუსიანად მიიღონ განმზადებულობა ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალიმს5. და აღდგეს მფლობელნი იგი მამამთავართა ძეთა იუდასთა და ბენიამენისთა, მღდელნი იგი და ლევიტელნი და ყოველნი, რომელთა განაღჳძა უფალმან ღმერთმან სული მათი აღსლვად და აღშენებად ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმდ.
პირველი ეზრასი თავი 1