პირველი ეზრასი 3:12
11. და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი ისრაჱლსა ზედა, და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.12. და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ, და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა; და ყოველი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აღამაღლებდეს ჴმასა მათსა13. და არა ვინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმა სიხარულისა. ერი იგი ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.
პირველი ეზრასი თავი 3