პირველი ეზრასი 4:11
10. და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი დაამკჳდრნა ასენაფარ დიდმან და პატიოსანმან ქალაქსა სომონორსა, ესე არს სამარია. და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.11. ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელი მიუძღუანეს მათ არტაშეს მეფესა: მონანი შენნი კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა, მშჳდობა მოაჴსენეს.12. აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელნი მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს დაშთომილსა ამას ქალაქსა იერუსალჱმსა განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ, და ზღუდეთა მისთა აღმართება ჰნებავს და საფუძველსა მისსა აღამაღლებენ
პირველი ეზრასი თავი 4