პირველი ეზრასი 6:8
7. აწ ამიერითგან მიუშჳთ შენება სახლისა მის ღმრთისა მთავართა მათ ჰურიათა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა, და აღაშენონ სახლი იგი ღმრთისა ადგილსავე თჳსსა.8. და მე მიბრძანებიეს, რათა არღარავინ აყენებდეს მოხუცებულთა ჰურიასტანისათა ისრაჱლისათა აღშენებად სახლისა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და ჴელმწიფებისაგან სუფევისა ჩემისასა; რომელ არიან ხარკისა მომჴდელნი მდინარითკერძონი, ყოვლითა კრძალულებითა მისცენ საჴმარი კაცთა მაგათ და ნუმცა დააბრკოლებენ9. შვილნი კუროთანი და ვერძთანი წელიწდეულნი საკუერთხად უფლისა ღმრთისა ზეცათასა, იფქლი, და მარილი, და ღჳნოჲ და ზეთი, ვითარცა გიბრძანონ მღდელთმოძღვართა იერუსალჱმისათა, იყავნ დაუბრკოლებელად მიცემულ დღითი დღე, ვითარცა მიიღებდენ.
პირველი ეზრასი თავი 6