პირველი ეზრასი 7:16
15. და უბრძანა მეფემან მიცემად სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქრო თახამზრახველითურთ თჳსით იერუსალჱმს და დადება ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისა.16. და ყოველივე, რაოდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყვენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონად, ერთა და მღდელთა მათ თანაწარიღედ და მიიღედ სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმად.17. და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადნნედ ესრეთ სახედ, ვითარცა ვწერეთ, ზვარაკები, ვერძები და კრავები და საკვერთხნი და შესაწირავნი მათნი და შეწირედ ზედა საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა იერუსალჱმს.
პირველი ეზრასი თავი 7