პირველი ეზრასი 9:10
9. რამეთუ დამონებულ ვიყვენით ჩუენ, და მონებასა შინა ჩუენსა არა დაგუთხიენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და მოსდრიკენ ჩუენდა წყალობანი შენნი წინაშე მეფისა მის სპარსთასა მოცემად ჩუენდა მაცხოვარება შენი, ამაღლებად სახლი ღმრთისა ჩუენისა და აღშენებად მოოჴრებულსა ამას უდაბნოსა და მოზღუდვად სიძნელისა იუდასი და იერუსალჱმისა10. და აწ რამე მოგიგოთ შენ წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა შენსა, უფალო ჩუენო, და ბრძანებასა შენსა,11. რომელი მოგვეც ჩუენ, ჴელთა მონათა შენთა წინასწარმეტყუელთათა და სთქუ ესრე, ვითარმედ: ქუეყანასა მას, რომელსა შეხვიდეთ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა, არს ქუეყანა იგი შეგინებულ, შეგინებითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა, და ბილწებითა თჳსითა აღავსეს იგი
პირველი ეზრასი თავი 9