პირველი ეზრასი 9:2
1. და აღსრულებასა მას ამის ყოვლისასა მოვიდეს ჩემდა მთავარნი იგი და მრქუეს: არა განეშორა ერი იგი ისრაელისა და მღდელნი იგი და ლევიტელნი ერისა მისგან და ქუეყანისა, რომელ განშორებულ არიან მათგან ქანანელნი იგი, და ქეტელნი იგი, და ფერეზელნი, და იებუზელნი იგი, და ამონელნი იგი, და მოაბელნი იგი, და მეგჳპტელნი და ამორაველნი იგი2. და ისხნეს ცოლნი ასულთა მათთაგანნი. და შვილთა მათთა შეერია და შეიბილწა თესლი სიწმიდისა მათისა ერისა მის ქვეყანისასა. და იქმნა დასაბამი უსჯულოებისა ამის მთავართა მათგან.3. და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, დავიფხურენ თმანი და წვერნი ჩემნი, და ესრეთ დავჯედ მგლოვარედ.
პირველი ეზრასი თავი 9