პირველი მეფეთა 10:3
2. და ესე სასწაულ იყოს შენდა: ვითარცა წარხჳდე დღეს ჩემგან, შეგემთხჳვნენ მუნ ორნი კაცნი საფლავსა მას თანა რაქაელისასა, საზღვართა მათ ბენიამენისათა, სამხრით ოდენ, და იწყონ ვლდომად შენს წინაშე და გითხრან შენ, ვითარმედ: ვიპოვნეთ ვირნი იგი, რომელთა შენ ეძიებდი და მამასა დაუვიწყებიეს ზრუნვა კარაულისა მის და თქუენთჳს იურვის, ვითარმედ: ვიდრემე ჴდა შვილი იგი ჩემი?3. და ვითარ წარხჳდე მცირედ მახლობელად მუხასა მას თანა შუენიერსა, და შეგემთხჳნენ მუნ სამნი კაცნი, აღმავალნი ღმრთისა ბეთელად. ერთსა ჰქონდენ სამნი თიკანნი, და ერთსა ჰქონდეს ტიკით ღჳნო და ერთსა ჰქონდეს კიშტე, სავსე პურითა.4. და მოგიკითხონ შენ მშჳდობით და მოგიპყრან და გრქვან შენ, ვთარმედ: ნაწილ-იღე ამისგან და შენ ნაწილ-იღო ყოვლისა მისგან.
პირველი მეფეთა თავი 10