პირველი მეფეთა 11:2
1. და იყო თვესა ერთსა მას დღეთასა და მოვიდა ნაას ამმანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი გალადას. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაას ამმანიტელსა: აღთქმა აღგჳთქუ და პაიმანი დადევ ჩუენ შორის და გმონებდეთ შენ.2. მიუგო ნაას ამმანიტელმან და ჰრქუა: რა აღთქმა აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღება თუალისა მარჯუენისა? და იგი იყოს აღთქუმად თქუენ ზედა და იყოს იგი საყუედრელად ისრაჱლსა შორის უკუნისამდე.3. და ჰრქუეს მას კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გვეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. და თუ არა ვინ იყოს შემწე ჩემდა, გამოვიდეთ თქუენდა.
პირველი მეფეთა თავი 11