პირველი მეფეთა 12:10
9. ხოლო მათ დაივიწყეს უფალი ღმერთი მათი, და მისცა იგინი ჴელთა სისარასთა, მთავრისა მის ძლიერისა აბინაჲსა, მეფისა მის ასურთასა, და ჴელთა უცხოთესლთასა და მეფისა მის მოაბელთასა. და იგინი ავნებდეს მათ.10. და მათ ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ დაგიტევეთ შენ, უფალი ჩუენი, და ვმონებდით ჩუენ ბალიმსა და სერტყთა მათ ასტაროთისათა. აწ მიჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და გმონებდეთ შენ.11. და მოუვლინა უფალმან იორობთელი და ბარაკ და იეფთე და სამფსონ. და გიჴსნა თქუენ უფალმან ჴელთაგან მტერთა თქუენთასა, რომელნი გარემოს იყუნეს თქუენსა, და დაგამკჳდრნა თქუენ მშჳდობით და სასოებით.
პირველი მეფეთა თავი 12