მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 12:2

1. მაშინ ჰრქუა სამოველ ერსა მას: აჰა ესერა, მე ვისმინე თქუენი, რომელი მითხართ მე და დავადგინე თქვენ ზედა მეფე, ვითარცა-იგი თქუენ ითხოვეთ.2. აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.3. აწ შემეწიენით მე წინაშე უფლისა და წინაშე ცხებულისა მისისა: და თუ მო-რა-ვის-ეღოს ჴბო, ანუ კარაული, ანუ მო-რაჲმე-მეხვეჭოს თქუენგანისა ვისიმე, ანუ თუ ვაჭირვე ვის რა, ანუ თუ ჴელთა ვისთა რა გამოვსტაცე, ანუ თუ სამოსელი, ანუ თუ საჴამლე, გინა თუ თუალნი სადამე განუტევენ თქუენ ზედა, შემწამეთ მე წინაშე უფლისა და ყოველივე მიგაგო თქუენ.
პირველი მეფეთა თავი 12
2. აწ, ეგერა, მეფე თქუენი თქუენ წინაშე არს! და მე დაბერებულ ვარ და ძენი ჩემნი თქუენ შორის არიან სიყრმით მათითგან, და თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ თქუენ წინაშე დამაშურალ ვარ სიყრმითგან ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:

...5 რა არგო ისრაელიანებს? განა არ ამბობდა: „ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ შეცოდება უფლისა, ანუ დაკლებად თქუენდა უფლისა მიმართ ლოცვათა ჩემთა...“ ()? განა ყველანი არ დაიღუპნენ? მაშ, იტყვის ვინმე, არაფერს არგებს ლოცვები? არგებს, და დიდადაც, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც რამეს ვაკეთებთ; რადგან ლოცვები თანამოქმედებენ და გვეხმარებიან; ასეთი თანაშეწევნა კი იმას ეხმარება, ვინც თვითონაც შრომობს; თუ კი უქმად დარჩები, ვერავითარ დიდ სარგებელს მიიღებ.

4. ლოცვის ძალა და საკუთარი ღვაწლი

ვინაიდან, თუკი ლოცვებს ძალა შესწევდა, რომ უქმად მყოფნი სასუფეველში შევეყვანეთ, რატომ არ ხდება ყველა წარმართი ქრისტიანი? განა მთელი ქვეყნიერებისთვის არ ვლოცულობთ? განა პავლეც ამას არ აკეთებდა? განა ყველას მოქცევას არ ვითხოვთ?...

სრულად ნახვა