პირველი მეფეთა 13:11
10. და ვითარცა შე-ოდენ-სწირა მსხუერპლი იგი, მოვიდა სამოველ. გამოვიდა საულ შემთხუევად მისა, რათამცა აკურთხა იგი.11. და ჰრქუა სამოველ: რა ჰყავ ეგე? მიუგო საულ და ჰრქუა: რაჟამს ვიხილე, რამეთუ ერი იგი განიჭრა ჩემგან და შენ დაგეყოვნა, და არა მოხვედ აღთქმისა მისებრ, რომელ სთქუ ჩემ თანა, და უცხოთესლნი იგი მოსრულ იყუნეს მაქმასად.12. და მე ვთქუ: ნუუკუე ჩამო-ნუუკუე-ჴდენმეა უცხოთესლნი იგი გალგალად? და უფალი არა ვაშურო მე! არამედ განვიწმიდე თავი ჩემი და შევსწირე მსხუერპლი ესე.
პირველი მეფეთა თავი 13