პირველი მეფეთა 13:20
19. და მჭედელი რკინისამებრვე არა იპოებოდა მათ ჟამთა ქუეყანასა მას ისრაჱლისასა, რამეთუ ესრე თქჳან უცხოთესლთა მათ: ნუუკუე იქმოდიან ებრაელნი იგი ჰოროლსა, ჴრმალსა? და ურიდად მოვიდოდიან ქუეყანასა მას ჩუენსა.20. არამედ შთავიდიან ისრაიტელნი იგი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა ჭედად თჳთეულად საქმრისა თჳსისა საჴმართა: საჴნისისა, მანგლისა, ცელისა, ცულისა, სასხლევისა, და ქმნიან იგი რეწვით სასყიდლით.21. და ოდეს მკა გარდაჴდის, მაშინღა სასყიდელი მისციან სამი სასწორი საჴნისისათჳს ცულისა, და ცელისა, მანგლისა და სასხლევისა, და დეზიღა ზედა მოირთიან.
პირველი მეფეთა თავი 13