პირველი მეფეთა 14:20
19. და იყო, ვიდრე ეტყოდაღა საულ მღდელთმოძღუარსა მას, ამბოხი იგი უცხოთესლთა მათ უფროს და უფროს განძლიერდებოდა. და ჰრქუა საულ აქიას მღდელთმოძღუარსა: შემოკრიბენ ჴელნი შენნი და დააცადე კითხვა ევფუდისა მაგის.20. და ამჴედრდა საულ და ყოველი ერი მის თანა და მივიდეს ადგილსა მას განსაწყობელსა. და უცხოთესლნი იგი შერეულ იყვნეს ერთიერთსა და კაცად-კაცადისა ჴმალი თავსა ზედა მოყუასისასა იყო. და შეიქმნა შემუსრვა დიდი ფრიად.21. და მონანი იგი საულისანი, რომელ განქცეულ იყვნეს უცხოთესლთაგან, მოვიდეს და შეერთნეს მუნვე ერსა მას ისრაიტელთასა საულის თანა და იონათანის თანა.
პირველი მეფეთა თავი 14