პირველი მეფეთა 14:23
22. და ყოველნი ისრაჱლთაგანი, რომელნი დამალულ იყუნეს მთასა მას ეფრემისსა, მოვიდეს და ჴელი შეყვეს საქმესა ბრძოლისასა მეოტთა მათ ზედა.23. და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელთაგან უცხოთესლთასა.24. და ისრაჱლი იყო საულის თანა ვითარ ათი ათასი კაცი. ხოლო ღუაწლი იგი ბრძოლისა მიმოდაფენილ იყო ყოველსა მათ ქალაქთა მთათა მათ ეფრემისათა. მას ჟამსა უგუნურად იყო საულ უმეცრებითა დიდითა, რამეთუ ფერჴი დაიპყრა და შესწყევა ერი იგი და ჰრქუა: წყეულ იყავნ ყოველი კაცი, რომელმან ჭამოს პური დღეს ვიდრე მწუხრადმდე, ვიდრემდის არა სრულიად ვიძიო შური მტერთა ჩემთა! და არავინ ჭამა პური მას დღესა.
პირველი მეფეთა თავი 14