პირველი მეფეთა 14:41
40. მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: აწ თქუენ ყოველნი იქმენით ერთკერძო, დადეგით. და მე და იონათან, ძე ჩემი, ერთკერძო, და წილ-ვიგდოთ. ვისიცა იყოს, ვსცნათ! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: რაჲცა სათნო არს შენს წინაშე, იგი ყავ!41. და სიტყუად იწყო საულ უფლისა და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო! რაჲსაგან არს, რამეთუ არა მოუგე მონასა შენსა დღეს სიტყუაჲ? თუ ჩემგან არს, ანუ იონათანისგან, ძისა ჩემისა, უსჯულოებაჲ ესე? მაუწყე მე, უფალო, შენ მიერ, უკუეთუ ერისაგან არს? ლხინება-ყავ მათთჳსცა და დააგდეს წილი ერსა ზედა და უბრალო იპოვა ყოველი ერი.42. და თქუა საულ: განაგდეთ ჩემ ზედა და იონათანს ზედა, და ვისგანცა იყოს, მოვკუდეთ! და მიუგო ყოველმან ერმან: ნუ იყოფინ სიტყუაჲ ეგე! და არა ერჩდა საულ. არამედ განაგდეს მის ზედა და იონათანისა, ძისა მისისა, და აღმოჰჴდა წილი იონათანსა ზედა.
პირველი მეფეთა თავი 14