პირველი მეფეთა 15:21
20. და ჰრქუა საულ სამოველს: ამისთჳს, რამეთუ ვისმინე ჴმაჲ ერისა ამის და მივედ გზასა მას, რომელსა მიმავლინა მე უფალმან, და მივიყვანე მე აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი პყრობილად და ერი იგი ამალეკთა მოვსარ!21. და კეთილ-კეთილი იგი ცხოვარი და ზროხა მოასხეს ერმან ამან შესაწირავად უფლისა ღმრთისა გალგალად.22. მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა უჴმან უფალსა საკუერთხნი მსხუერპლად, არამედ აღსრულებად ბრძანება უფლისა! რამეთუ ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა!
პირველი მეფეთა თავი 15