მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 17:2

1. მას ჟამსა შეკრბეს უცხოთესლნი იგი და მოვიდეს და დაიბანაკეს წყობად შორის სოქოთსა და შორის აზაკესა აფერმნისასა.2. საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა, და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ.3. უცხოთესლნი იგი იდგენ მიერ კერძო მთისა და ისრაჱლნი ამიერ კერძო მთისა, და ღელე იყო საშუალ მათსა.
პირველი მეფეთა თავი 17
2. საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა, და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის რწმენა და საულის შური:

...მეფეც ყველაფრის დაკარგვის საფრთხეში იმყოფებოდა. მაშინ დავითს ჯერ მხოლოდ ამ ახალი და უცნაური სანახაობის ხილვა სურდა — როგორ გაბედა ერთმა ადამიანმა ათასობით კაცის წინააღმდეგ გამოსვლა. მაგრამ ძმები, მისი სულის სიმამაცეს რომ ვერ იტანდნენ, შურით აღივსნენ და ეუბნებოდნენ: განა იმისთვის მოხვედი, რომ ბრძოლას ხედავდე ()? მაშ, ჩვენს მოსანახულებლად არ მოსულხარ? შეხედეთ მის კეთილგონიერებას და დიდ სიმშვიდეს. მათ არაფერ თავხედსა და უხეშს ეუბნება, არამედ მათ ცეცხლს ადუნდებს, შურს აცხრობს და პასუხობს: „რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?" (). განა ვერ ხედავთ, რომ არც იარაღი ამიღია და ჯარის რიგებშიც არ დავმდგარვარ? უბრალოდ მინდოდა შემეხედა და შემეტყო, ამ ადამიანს ასეთი უზომო სიამაყე საიდან აქვს: „ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?" (). შემდეგ, მისი უკიდურესად ამპარტავანი სიტყვების მოსმენისა და საულთან მყოფთა გამოუთქმელი შიშის ხილვისას ამბობს: რა სიკეთეს გაუკეთებთ იმ კაცს, ვინც ამ უცხოთესლს მოკლავს ()? და ასეთი სიტყვებით თ...

სრულად ნახვა