პირველი მეფეთა 17:9
8. მოვიდა და დადგა განმზადებული წინაშე ისრაიტელთა მათ, ჴმა-ყო მათ მიმართ და თქუა: რად ერთბამად ყოველნი განწყობილ ხართ ბრძოლად ჩუენდა? აჰა, ესერა, მე ერთი უცხოთესლთაგანი ვარ და თქუენ ებრაელნი მონანი საულისანი ხართ. აწ გამოირჩიეთ ერთი კაცი, რომელი მოვიდეს და ბრძოლა-ყოს ჩემ თანა!9. და უკუეთუ მაჯობოს, მომკლას მე, და ვიყუნეთ ჩუენ მორჩილ თქუენდა. უკუეთუ მე ვერეოდი და მოვკლა იგი, თქუენ დაგვემორჩილენით.10. და კუალად თქუა უცხოთესლმან: აჰა, ესერა, მე გაყუედრებ განწყობილსა მაგას ისრაჱლისასა, დღესდღე გამოვედინ კაცი ერთი თქუენგანი და განვიდეთ ახოვნად ურთიერთსა მარტოდ!
პირველი მეფეთა თავი 17