პირველი მეფეთა 19:2
1. ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.2. იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე ადგილსა ერთსა.3. და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო, რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ!
პირველი მეფეთა თავი 19