მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 2:2

1. განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვარისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა!2. რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.3. ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი.
პირველი მეფეთა თავი 2
2. რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

... არამედ მსურს, ეს ყველაფერი თვით თქვენთვის მოხდეს. რადგან როცა წინამძღვრებს მართულნი პატივს სცემენ, ესეც წინამძღვრების წინააღმდეგ ითქმის, როგორც ელის მიმართ ამბობდა: „და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა“ (); ხოლო როცა შეურაცხყოფენ, როგორც სამუელის დროს, ამბობს: „რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე“ (). ამიტომ შეურაცხყოფა წინამძღვრებისთვის სარგებელია, პატივი კი ტვირთი. ამიტომ ამას მათთვის კი არ ვამბობ, არამედ თვით თქვენთვის.

ვინც მღვდელს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს; ხოლო ვინც მღვდლის შეურაცხყოფას ისწავლის, გზაზე წინსვლისას ოდესღაც ღმერთსაც შეურაცხყოფს. ამბობს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა“ (); და კიდევ: „მღვდლები მისი პატივცემულად გყავდეს“ ()...

სრულად ნახვა