პირველი მეფეთა 2:9
8. აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას;9. მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ-ყვნის მჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს! (ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა).10. უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა!
პირველი მეფეთა თავი 2