პირველი მეფეთა 22:9
8. რამეთუ ყოველნი სდგათ და არა ვინ იპოვა კაცი ერთი თქუენგანი, რომელმანცა მიმხილა მე, რაჟამს-იგი შეიყოფვოდეს, აღთქუმასა ჰყოფდეს ძე იგი ჩემი იონათან ძისა თანა იესესისა; და არა ვინ იყო თქუენგანი, რომელსამცა გული ელმოდა ჩემთჳს, და მიმხილა მე, რაჟამს აღადგინებდა ძე იგი ჩემი მონასა ჩემსა მტრად ჩემდა, ვითარცა-ესე დღესდღე.9. მიუგო დოიკ იდუმელმან, მეჯორემან საულისამან, და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი, რაჟამს მოსრულ იყო ნოაბად აქიმელექისსა, ძისა აქიტობისა, მღდელისა მის.10. და იკითხჳდა იგი მის მიერ უფლისაგან, და საგზალი მისცა მას და ჴმალი იგი გოლიადისა მისცა მას.
პირველი მეფეთა თავი 22