პირველი მეფეთა 25:13
12. და წარმოვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი.13. და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელნი მის თანა იყუნეს: აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი თჳთეულად! და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი და წარვიდეს დავითის თანა, ვითარ ოთხასი კაცი, და ორასნი შინა დადგეს ვანისმცველად.14. და მუნთქუესვე მირბიოდა ყრმა ერთი აბგეასა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი იგი, რაჲცა ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვსცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შერაცხნა იგინი.
პირველი მეფეთა თავი 25