პირველი მეფეთა 25:2
1. და მას ჟამსა მოკუდა სამოველ და შეკრბა ყოველი ისრაჱლი. და დაიტყებეს იგი და დაფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს და დავით შთავიდა უდაბნოსა მას მაონისასა.2. და იყო მუნ კაცი ერთი მაონას და არვე მისი კარმელს; და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხა და რისვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს.3. სახელი კაცისა - მის ნაბალ და ცოლისა მისისა აბეგა. და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ქმნულებითა, ხოლო ქმარი იგი მისი ფიცხელ და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უღირს გონებითა თჳსითა.
პირველი მეფეთა თავი 25