პირველი მეფეთა 26:4
3. მოვიდა და დაიბანაკა ბორცუსა მის თანა ექელაკიას, რომელ არს წინაშე პირსა ესემონისასა, მახლობელად გზასა მას. და დავით ჯდა უდაბნოსა მას და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ საულ მოსულ არს ერითურთ ძიებად დავითისა,4. გუშაგნი წარავლინნა დავით ხილვად, თუ ნანდვილ მოსულ არს საულ კეილად.5. და აღდგა დავით ფარულად და მოვიდა საულისა. და მას ეძინა და აბენერს, ძესა ნერისსა, ერისთავსა მას მისსა, და სანთელი ერთი ენთებოდა წინაშე მისსა. და ერი იგი ყოველი წვა გარემოს მისა.
პირველი მეფეთა თავი 26