პირველი მეფეთა 29:4
3. მაშინ თქუეს მთავართა მათ უცხოთესლთა: ვინ არიან ესენი, რომელნი მჴრით ვლენან გუნდსა ამას ჩუენსა? მიუგო ანქუშ და ჰრქუა: არა ესე თვით დავით არს, მონა იგი საულისი, მეფისა მის ისრაჱლისა, და ესე ორი წელი არს, ვინათგან ჩუენ თანა არს, და არა ვპოვე მაგის თანა ბიწი არცა ერთი.4. და ვითარცა ესმა უცხოთესლთა მათ, შეძრწუნდეს ფრიად და ჰრქუეს მას: უკუნაქციე კაცი ეგე და მივიდეს ადგილსა თჳსსა, სადაცა დაგიდგინებიეს და ნუ მოვალნ ჩუენ თანა ღუაწლსა ამასა, რათა არა შინაგამცემელ ეყოს ერსა ამას ჩუენსა და ბოროტი დიდი შეგვამთხჳოს ჩუენ! და აწ დაეგოს უფალსა მას თჳსსა თავებითა ამათ კაცთათა, რომელ-ესე ჩუენ თანა არიან?5. ანუ არა ესე იგი დავით არს, რომელსა-იგი გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: საულ დასცნა ათასეულნი და დავით დასცნა ბევრეულნი?
პირველი მეფეთა თავი 29