პირველი მეფეთა 30:17
16. და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყუნეს ჟამსა მას ქუეყანასა, ჭამდეს, სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა და ჰურიასტანისა.17. და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე. და ხვალისგანცა მოსწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი ასხდეს აქლემთა და ივლტოდეს.18. და დაჰყარა დავით ყოველი იგი ნატყუენავი და ორნივე იგი ცოლნი მისნი.
პირველი მეფეთა თავი 30