პირველი მეფეთა 4:2
1. და იყო მათ დღეთა შინა და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა. და ისრაიტელნი განემზადნეს ბრძოლად და ისრაიტელნი იგი მოვიდეს და დაიბანაკეს აბეზენერს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აფეკს.2. და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი.3. და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა!
პირველი მეფეთა თავი 4