პირველი ნეშტთა 11:22
21. და სამთა მათგან უფროს, ორთა მათ დიდებულ, და იყო მათ ზედა მთავარ, და სამთამდე არა მოვიდა.22. და ბანეა, ძე იოდაესი, ძე კაცისა ძლიერისა, და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი უფროს კაბესაბელისა: მან მოსწყჳდნა ორნი ძენი არიელბანისა და ესე შთაუჴდა ჯურღმულსა და მოკლა ლომი დღეთა ზამთრისათა.23. და ამან მოკლა კაცი იგი მეგჳპტელი, კაცი სახილველი ხუთ წყრთა სიგრძითა, და ჴელსა მის ეგჳპტელისასა აქუნდა ლახვარი, ვითარცა ლვილი ქსელთა. და მიუჴდა მას ბანეა კუერთხითა და მოუღო ჴელისგან მის ეგჳპტელისა ლახვარი. და მოკლა იგი ლახურითავე მისითა.
პირველი ნეშტთა თავი 11