პირველი ნეშტთა 24:5
4. და იპოვნეს ძენი ელიეზერისნი უმრავლეს მთავრად ძლიერთა და უფროს ძეთა ითამარისათა და განყუნა იგინი, და ძენი ელიეზერისნი დაადგინა მთავრად სახლთა მამულთა მათთა ათექუსმეტ და ძეთა ითამარისთა სახლად მამათა რვა.5. და განყუნა იგინი წილითი ესენი ამათ მიმართ, რამეთუ იყუნეს ესენი მთავარნი წმიდათანი და მთავარნი უფლისანი ძეთა შორის ელიეზერისათა და ძეთა შორის ითამარისათა.6. და აღწერნა იგინი სემაია, ძემან ნათანელისამან, მწიგნობარმან ლევისგანმან, წინაშე მეფისა და მთავართა, და სადუკის მღდელსა და აქიმელიქისასა. ძისა აბიათარისასა, მთავართა მამადმამათა მღდელთასა და ლევიტელთა, სახლისა მამულისათა, ერთ-ერთი ძეთაგან ელიეზარისა და ერთ-ერთი ძეთაგან ითამარისა
პირველი ნეშტთა თავი 24