პირველი ნეშტთა 28:7
6. და მრქუა მე ღმერთმან: სოლომონ, ძემან შენმან, აღაშენოს სახლი ჩემი და ეზო ჩემი, რამეთუ სათნო-ვიყავ იგი, რათა იყოს იგი ძედ ჩემდა და მე ვიყო მისა მამა.7. და წარმოუმართო მეფობა მისი ვიდრე საუკუნოდ, უკუეთუ უძლოს დაცვად მცნებათა ჩემთა და სამართალთა ჩემთა, ვითარცა-ესე დღეს.8. და აწ წინაშე ყოვლისა კრებულისა უფლისა და სასმენელთა მიმართ ღმრთისა ჩუენისათა დაიმარხნოთ ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანა ესე კეთილი და დაუმკჳდრეთ ძეთა თქუენთა შემდგომად თქუენსა უკუნისამდე.
პირველი ნეშტთა თავი 28