პირველი ნეშტთა 29:10
9. განიხარა ერმან გულსმოდგინებისათჳს, რამეთუ გულითა სავსითა გულსმოდგინე იქმნნეს უფლისა მიმართ, და დავითცა მეფემან განიხარა ფრიად.10. და აკურთხევდა დავით მეფე ღმერთს წინაშე კრებულისა მის და თქუა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, მამათა ჩუენთაო, საუკუნითგან და ვიდრე საუკუნეთამდე.11. შენდა, უფალო, დიდებაჲ, ძალი და სიქადული, ძლიერებაჲ და სიმტკიცე, რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზეცისათა და ქუეყანისათა, და პირისა შენისაგან ძრწიან ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და თესლები.
პირველი ნეშტთა თავი 29