...და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). უბრალოდ როდი თქვა: „ისურვა", რათა ამ სიტყვებით სურვილის სიმძაფრე გამოეჩინა. და კვლავ: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი“ (). რადგან სურს, რომ მუდამ ასე მივეკრათ მას და შევეკრათ, რათა არასოდეს განვეშოროთ მას. თუ ასე შევეჭიდებით ღმერთს, თუ მას მივალურსმავთ ჩვენს ზრახვებს, თუ მისი სურვილის წყურვილი გვექნება, ყოველივე გვექნება, რაც გვწადია, და მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.