მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 16:1

1. ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა.2. პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ;
ფსალმუნნი თავი 16
1. ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“ (5,6).:

...(ფსალმ. 41,2-3) რამეთუ მან ნეტარმან პირველვე ისწავლა, ვითარ ვჰგონებ, მადლითა სულისა წმიდისაჲთა აღთქუმული ესე მცნებაჲ უფლისაჲ და განუძღომელი იგი განძღომაჲ ესევითართა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს ღაღატყო: „ხოლო მე სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაჲთა“.

ესე არს ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი სათნოებაჲ და ჭეშმარიტი კეთილი სიტყუაჲ და ძალი ღმრთისაჲ, რომელმან „დაფარნა ცანი შუენიერებითა მისითა“, ვითარცა იტყჳს ამბაკუმ; და სამართლად ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის ესევითარისა მის საწადელისა სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ განუძღომელითა მით კეთილითა, რაჟამს აღესრულოს მათ ზედა უტყუელი იგი აღთქუმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა სულით წმიდითურთ და სავანე მის თანა ვყოთ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (5,7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აღმაღლდა კიბე ესე საღმრთოჲ ამათ ნეტარებათაჲ და მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესსა ყოვლისა...

სრულად ნახვა