მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 17:4

3. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.4. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.5. გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
ფსალმუნნი თავი 17
4. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...თელნო“** (), ჯიუტნი და დაუთმობელნი; წარმართების შემთხვევაში კი საკმარისი აღმოჩნდა უბრალო სიტყვა და მხოლოდ სმენა, და ყველანი მაშინვე მიისწრაფვოდნენ. ამასვე მიანიშნებდა დავითიც, როცა ამბობდა: „ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე“ (); და, გაოცებული იმით, თუ როგორ დაემორჩილა ის ხალხი, ამატებდა: „მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი“ (). ამავე აზრს იაკობიც უფრო საიდუმლოდ წარმოაჩენდა, როცა ამბობდა: „და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ“ (). და მაინც, ვინ უნახავს ვაზის რქაზე გამობმული კვიცი, ვენახთან მდგარი და ნაყოფს რომ არ აფუჭებდეს? პირუტყვებში ასეთი რამ არავის უნახავს, ადამიანებში კი ეს დიდი სიზუსტით აღსრულდა. რადგან იუდეველებმა, უთვალავი საკვრელით შეკრულებმა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, „ერთბამად შემუსრეს უღელი, განხეთქნეს საკრველნი“ (

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...თა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთესლთანი განჰკრთეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“; და კუალად: „რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“. ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი სდევდა სიმართლესა, და შჯულსა სიმართლისასა ვერ მიიწია“. და არსცა საკჳრველ, თუ ვითარ, რომელნი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წიგნებსა შინა აღზრდილ იყვნეს და მარადღე მოსჱსგან ესმოდა ქრისტჱსთჳს და სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“....

სრულად ნახვა