მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 20:1

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი2. უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
ფსალმუნნი თავი 20
1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, რაჲთა არა იყვნეთ თავით თჳსით ბრძენ: რამეთუ სიბრმე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს, და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს (11,25-26).:

...ეულნი, და რომელთა მორწმუნე-ყოფაჲ ეგულებოდა. ხოლო სავსება წარმართთა არიან ყოველნი წარმართნი, რომელთა ეგულების მოსლვაჲ სარწმუნოებად, რაჟამს-იგი ყოველნი შემოჴდენ, მაშინღა ჰურიაობასა შინა დაშთომილნიცა იგი მოუჴდენ სარწმუნოებასა, რამეთუ მათთჳს წერილ არს: "დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა მათ შორის განჰმზადო პირი მათი" ().

გენადისი: ესრეთ იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ნუ დიდისა რაჲსმე და საკჳრველისა მეეჭუელ ხართ, რომელნი-ეგე თავთა თჳსთა აცთუნებთ, არამედ ისწავეთ შემოკლებულად საიდუმლოჲ ესე საზარელი: კერძოდ დაბრმობილობასა და ცხორებისაგან განვრდომილებასა, თჳნიერ სხუათა მათ რჩეულთასა ურწმუნოებასა შინა დაშთომილთა მათ ისრაიტელთასა თქუენთჳს თავს-იდებს ღმერთი: რამეთუ, რაჟამს თქუენ ყოველნი შემოხვიდეთ, მაშინ კუალად მათცა ყოველთა შეიწყნარებს მადლი საღმრთოჲ, ვითარცა წამებს ესაიაჲსიცა იგი სიტყუაჲ წერილისაჲ.

მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი, და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართი აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,26-27).

თარგმანი: ესაიაჲსი არს სიტყუაჲ ესე, რომელი ჴმამაღლ ქადაგებს, არა სინით, არამედ სიონით მომავალსა მჴსნელსა, რომელმან მოაქციოს ცოდვათაგან სახლი...

სრულად ნახვა