მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 21:3

2. ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.3. ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.4. ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.
ფსალმუნნი თავი 21
3. ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად? ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია?“ (3,9-10).:

...უალად ზღუაჲ მეწამული, რომელი განვლეს ჰურიათა, და ემბაზი იგი, რომელსა ანგელოზი აღსძრვიდა, და ასურისა ნემანის საქმჱ, რომელი იორდანეს განწმდა, - და ესე ყოველნი ნათლის-ღებისა სახესა მოასწავებდეს. და კუალად მრავალი თქუეს ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან“; და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“; და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“ და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“. და კუალად შობაჲ ისაკისი ბერწისაგან და სხუათა მრავალთაჲ სახჱ იყო ამისვე შობისაჲ, და ქალწულისაგან შობისაჲცა. და ამას ყოველსა მოაჴსენებს მას და ეტყჳს, ვითარმედ: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია? ამენ, ამენ, გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არავინ შეიწყნარებს“ (3,10-11).

ენება, რაჲთამცა სრულიად გულსავსე-ყო იგი; ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უფროჲს ყოვლისა თუალნი სარწმუნო არიან, და რაჟამს ვის ვეტყოდით...

სრულად ნახვა