მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 31:3

2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;4. რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
ფსალმუნნი თავი 31
3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! წინასწარმეტყველი და მეფე დავით იტყვის ფსალმუნსა შინა: ნეტარ-არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა (ფს. ლა, მუხ. ა. ბ.) თქვენ ხართ, ძმანო, დღეს მეძიებელნი ნეტარებისა ამის დიდისა, ვინაიდგან ლოცვითა და მარხვითა ემზადებით აღსარებასა და ზიარებასა და მოელით ცოდვათა მოტევებასა.

ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ის ოც-და-მეთერთმეტე ფსალმუნი, რომლისაგან მოვიყვანეთ ჩვენ ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო იგი შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გარდიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხა ეკალი. რამეთუ დავდუმენ მე, - ესრეთ განაგრძობს დავით სიტყვას, განკფდეს ყოველნი ძვალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარად-დღე რამეთუ დღე და ღამე დამძიმდა ჩემზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. რა აწუხებდა მას, ძმანო, ეგზომად? განზრახვა და წარმოდგენა სიცოდვისა მისისა! სჩანს რომ მან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის