ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. დასასრულსა, გალობათა შინა გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა,2. რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის3. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.4. ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.5. რამეთუ უცხონი აღდგს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.6. აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.7. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.8. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ;9. რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან.