ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი2. შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისა, მოხედენ ჩემსა ლოცვასა.3. კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე,4. მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.5. დავიმკჳდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.6. რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთა და ეც მკჳდრობაჲ მოშიშთა სახელისა შენისათა.7. დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად.8. დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მისი ვინ გამოიძიოს იგი?9. ესრეთ უგალობდე სახლსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდება.