...ენთჳს ღობე?“ რამეთუ აზნაურებაჲ იგი მოქალაქობისა მის აბრამეანისაჲ დაფარა რჩულმან მან მოსესმან. და კუალად განაღო ღობე იგი და შუაკედელი სახარებამან ქრისტესმან, რამეთუ მარადის წერილი ძუელსა მას რჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“; და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“; და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“. სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგა...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. ცვალებადთათჳს, წამებაჲ ასაფისი, ფსალმუნი ასურისათჳს2. რომელი ჰმწყსი ისრაჱლსა, მოიხილე, რომელი უძღჳ, ვითარცა ცხოვარსა, იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.3. წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაჲ შენი და მოვედ ცხორებად ჩუენდა.4. ღმერთო, მომაქციენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.5. უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?6. მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;7. მყვენ ჩუენ საყუედრელ გარემოსთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ.8. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.9. ვენაჴი ეგჳპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხი იგი.10. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ პირნი მისნი, და აღავსო ქუეყანა.11. დაფარნა მთანი ჩრდილომან მისმან და ბაბილოთა მისთა _ ნაძუნი ღმრთისანი.12. მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.13. აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?14. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.15. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოჰხედენ ვენაჴსა ამას;16. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.17. მომწუარი ცეცხლითა და მოოჴრებული რისხვითა პირისა შენისათა წარწყმდენ.18. იყავნ ჴელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.19. და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან და დიდებისაგან წყალობისა შენისა მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.20. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი და ვცხონდეთ.