...რაჟამს მდაბალსა თანა მივიდეს, მას არაჲ ევნების დიდებისა თჳსისაგან, ხოლო მდაბალსა მას აღამაღლებს თავისა თჳსისა თანა, ვითარცა უფალმანცა ქმნა, რამეთუ თჳსი ბუნებაჲ არა თუ დაამცირა გარდამოსლვითა მით, ხოლო ჩუენ, „ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი“, ; ; (106,10,14) აღგუამაღლნა და მიგჳყვანნა დიდებასა მას მიუწდომელსა. რამეთუ მეფჱცა უკუეთუ გლახაკსა ვისმე სიტკბოებით ეტყოდის, თავსა თჳსსა არას ავნებს, ხოლო მას პატიოსანჰყოფს. და უკუეთუ უნდოსა ამას შინა ბუნებასა კაცთასა დიდებულსა გლახაკსა თანა ყოფისაგან არაჲ ევნების, უხრწნელსა მას და შეუხებელსა ბუნებასა რაჲმცა ევნო, რომლისა პატივი არა მოპოვნებული არს, ვითარიგი კაცისაჲ, არცა მომავალი და კუალად წარმავალი, არამედ ყოველივე მისი შეურყეველ არს და მტკიცე უკუნისამდე. და ამისთჳს რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ნუ შეშფოთნები. არა თუ არსებაჲ ბუნებისა მისისაჲ ჴორციელად შეცვალა, რამეთუ ამისი მოგონებაჲცა საშინელ არს, არამედ მისი ბუნებაჲ, ვითარ იყო, ჰგიეს, და ხატი მონისაჲცა შეიმოსა. ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ უცნებაჲ რაჲმე იყო ჴორცთა...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნი ძეთა კორესთა2. უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;3. შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.4. რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.5. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,6. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.7. დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.8. ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.9. განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.10. და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.11. მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?12. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?13. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?14. და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ.15. რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?16. გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.17. ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.18. გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.19. განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდება