რიცხუთაჲ 16:29
28. და ჰრქუა მოსე: ამით სცნათ, რამეთუ უფალმან მომავლინა მე საქმედ ყოველსა მას საქმესა და არა თავით ჩემით.29. უკუეთუ სიკუდილისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოწყდენ ესენი, გინა თუ მოხედვისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოხედვა იყოს მათა, არა უფალმან მომავლინა მე,30. არამედ საოცრად აჩუენოს უფალმან და განაღოს ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქნეს იგინი. და სახლნი მაგათნი და საყოფელნი მაგათნი და ყოველი, რაოდენი არს მაგათი და შთაჴდენ ყოველნი ჯოჯოხეთად და სცნათ, რამეთუ განარისხეს კაცთა ამათ უფალი.
რიცხუთაჲ თავი 16