რიცხუთაჲ 17:7
6. და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავართა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ - ერთი კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.7. და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.8. და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა. და, აჰა, ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა, და მოეღო ფურცელი, და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.
რიცხუთაჲ თავი 17