რიცხუთაჲ 18:10
9. და ესე იყოს თქვენდა განწმედილთაგან წმიდათა ნაყოფთა ყოველთაგან შესაწირავთა მათთა და ყოველთაგან მსხუერპლთა მათთა, და ყოვლისაგან ბრალისა მათისა და ყოვლისაგან ცოდვისა მათისა, რაოდენ მომცენ მე, ყოველთაგანი სიწმიდეთაჲ შენდა იყოს და ძეთა შენთა.10. წმიდათა შინა წმიდათასა ჰჭამდეთ მას. ყოველმან წულმან ჭამოს იგი, შენ და ძეთა შენთა. წმიდა იყოს ესე შენდა.11. და ესე იყოს თქუენდა ნაყოფად მიცემულთა მათთა ყოველთაგან დასადებელთა ძეთა ისრაჱლისათა. შენ მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას.
რიცხუთაჲ თავი 18