რიცხუთაჲ 18:27
26. და ლევიტელთა მათ ეტყოდე და არქუ: უკუეთუ მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა ათეული, რომელი მიგეც თქუენ მათგან ნაწილად და აღიღეთ თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისა ათეული ათეულისაგან.27. და შეგერაცხოს თქვენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოჲსაგან და ვითარცა შესაწირავი საწნახელისაჲ.28. ეგრეთ შესწირით თქუენცა შესაწირავთაგან უფლისათა ყოველთაგან ათეულთა თქუენთა, რაოდენი მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა და მიეცით მისგანი შესაწირავად უფლისა აჰრონს მღდელსა.
რიცხუთაჲ თავი 18