რიცხუთაჲ 19:10
9. და შეკრიბოს კაცმან წმიდამან ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და დაასხას იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა და იყოს კრებულისა მის ძეთა ისრაჱლისათა დასამარხავად წყალი პკურებისაჲ, განწმედა არს.10. და განიბანოს გუამი თჳსი, რომელმან შეკრიბოს ნაცარი იგი დიაკეულისაჲ მის და განირცხეს სამოსელი თჳსი. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და იყოს იგი კრებულისათჳს ძეთა ისრაჱლისათა და მწირთა მათთჳს, რომელი მოსრულ იყოს მათ შჯულად საუკუნოდ.11. და რომელი შეეხოს მკუდარსა ყოვლისა სულისასა, ანუ კაცისასა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე.
რიცხუთაჲ თავი 19