რიცხუთაჲ 20:13
12. და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არა გრწმენა თქუენ ჩემი წმიდა-ყოფად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ამისთჳს არა შეიყვანოთ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელ მივეც მათ.13. ესე არს წყალი ცილობისა, რამეთუ მაცილობელ იქმნეს ძენი ისრაჱლისანი წინაშე უფლისა და წმიდაჲ იქმნა მათ შორის.14. და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფესა ედომელთაჲსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს ძმაჲ შენი ისრაჱლი: შენ უწყი ყოველი შრომაჲ, რომელმან გუპოვნა ჩუენ.
რიცხუთაჲ თავი 20