რიცხუთაჲ 29:13
12. და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე.13. და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ.14. და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა.
რიცხუთაჲ თავი 29